ფეხბურთი / ჩოგბურთი
საფეხბურთო და საჩოგბურთო სამყაროს გზები ცუდად გადაიკვეთა


როგორც ცნობილი ხდება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი და "უიმბლდონის" ფინალი ერთ დროს გაიმართება, ეს საკმაოდ ცუდი ინფორმაცია ფეხბურთისა და ჩოგბურთის გულშემატკივრებისთვის.

ორივე მაშტაბურობის მხრივ ყველაზე დიდი ღონისძიება თავის სფეროში, როგორც წესი სწორედ ამ ორ ფინალს ადავნებს თვალს ყველაზე მეტი ხალხი, ამიტომ მათი ერთ დროს ჩანიშვნა მართლაც დიდ პრობლემას წარმოადგენს.

ყველაზე პრესტიჟული დიდი სლემის ტურნირის ფინალი 15 ივლის 17:00 საათზეა ჩანიშნული, მუნდიალის ფინალი კი იმავე დღეს 19:00 საათზე, ასე რომ დიდი შანსია საჩოგბურთო მატჩის მიმდინაორებისას მუნდიალის ფინალიც დაიწყოს, ინგლისის ნაკრების ფინალში ხილვის შემთხვევაში კი ნაკლებ სავარაუდოა ლონდონში იმ დღეს ვინმემ ჩოგბურთისთვის მოიცალოს.

"უიმბლდონის" ორგანიზატორებმა განიხილეს საკითხი დროის შეცვლის შესახებ, მაგრამ ფინალის დაწყების დრო არ შეცვალეს, რადგან ამ ტურნირს უდიდესი ტრადიციები აქვს.











კომენტარის დამატება