ზიდანის კომენტარმა "რეალის" გულშემატკივრები აღაშფოთა

ფეხბურთი / ესპანეთი 14-დეკ, 12:379 Sportnews 3735 0






მადრიდის "რეალი" წლევანდელ სეზონში დამაჯერებლად ვერ გამოიყურება, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობსს, ერთ-ერთი კი კარიმ ბენზემაა, ფრანგი აშკარად ცუდ ფორმაში იმყოფება.

"სამეფო გუნდის" გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ გუნდმა აუცილებლად უნდა იყიდოს მაღალი კლასის ცენტ-ფორვარდი ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში "თეთრებს" წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ, ამის ნათელი დადასტურება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გუშინდელი მატჩი იყო, სადაც ბენზემამ წარმოუდგენლად ბევრი საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან.

მიუხედავად ამისა , სხვაგვარად ფიქრობს ზინედინ ზიდანი , რომელმაც თანამემამულეს თამაში შეაქო.

"ბენზემამ კარგი შეხვედრა ჩაატარა, მე არ ვეძებ ახალ ფორვარდს, ყველას აქვს თავისი შეხედულება, მან დღეს კარგად ითამაშა"-აცხადებს ზიდანი.

"სამეფო გუნდის" მთავარი სპეციალისტის ასეთი კომენტარი ნამდვილად უცნაურია და საკმაოდ ბევრი გულშემატკივარიც არ ეთანხმება ფრანგს. როგორც ჩანს "რეალის" მთავარი ცენტ-ფორვარდი მომავალშიც კვლავ ბენზემა იქნება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა