ფეხბურთი
"ელ კლასიკოში" კორიდორის გაკეთების შანსი იზრდება

მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი დღესაც საამაყოდ იხსენებს 2007/08 სეზონის ესპანეთის ჩემპიონატს, როდესაც "სამეფო გუნდმა" ჩემპიონობა "ელ კლასიკომდე" მოიპოვა და "ბარსელონამ" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მატჩის დაწყებამდე "რეალის" ფეხბურთელებს საპატიო კორიდორი გაუკეთა,

მაშინ "სამეფო გუნდის" მთავარი მწვრთნელი გერმანელი ბერნდ შუსტერი იყო, რომლის ხემძღვანელობით იმ სეზონში "რეალმა" ორივე "ელ კლასიკოს" მოგება შეძლო, "კამპ ნოუზე" 1-0 და "სანტიაგო ბერნაბეუზე" 4-1. საინტერესოა, რომ წელს შესაძლოა კიდევ ერთხელ მოუწითო "ბარსელონას" ფეხბურთელებს კორიდორის გაკეთება "სამეფო გუნდისთვის" , საქმე კი შემდეგში გახლავთ.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ტიტულის მოგების შემდეგ, ლა ლიგის მორიგ მატჩში, ტრადიციულად, გუნდს კორიდორით ხვდებიან. მადრიდის "რეალი" აღნიშნული ტურნირის ფინალშია უკვე და შაბათს "გრემიოს" დაუპირისპირდება.

23 დეკემბერს კი უკვე მომდევნო შეხვედრაში "რეალი" "ბარსელონას" ხვდება, თუ "რეალი" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება, წესით "ბარსელონას" ფეხბურთელებმა მადრიდელებს კორიდორი უნდა გაუკეთონ. გასულ წლებში აღნიშნული პატივი, როგორც "რეალის" და ასევე "ბარსელონას" ფეხბურთელებს რამდენჯერმე სცეს სხვადასხვა გუნდებმა.











კომენტარის დამატება