ირაკლი სიხარულიძე ოქროს ბუცის მოგების კანდიდატებს შორისაა!

ფეხბურთი / საქართველო 15-დეკ, 13:469 Sportnews 7391 0





2017/18 წლების სეზონის ოქროს ბუცის მოგების კანდიდატებს შორის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი ირაკლი სიხარულიძეც არის.

27 წლის ქართველმა ფორვარდმა აწ უკვე დასრულებულ საქართველოს ჩემპიონატში 25 გოლის გატანა შეძლო და საუკეთესო გოლეადორის წოდებაც დაიმსახურა.

25 გატანილი გოლით სიხარულიძე ოქროს ბუცის მოგების კანდიდატებს შორისაც მოხვდა, ვინაიდან საქართველოს ჩემპიონატში 1 გატანილი გოლი 1 ქულით ფასობს, ის აღნიშნულ სიაში 25 ქულით მეცამეტე ადგილზე იმყოფება და ედისონ კავანის, მაურო იკარდის და სხვა ლიდერებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება , თუმცა ჩვენებურის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის უსწრებს ისეთ ფეხბურთელებს როგორებიც არიან: ობამეიანგი, დიბალა და ჰარი კეინი.

ირაკლი სიხარულიძე ოქროს ბუცის მოგების კანდიდატებს შორისაა!



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა