37 მილიონი!!! - "ლივერპულს" მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი სურს

ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები 15-დეკ, 17:549 Sportnews 1619 0





კოუტინიოს საკითხი "ლივერპულში" ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ბრაზილიელს კვლავ სურს "ლივერპულის" დატოვება და კარიერის გაგრძელება "ბარსელონაში".

თუ ინგლისურ და ესპანურ მედიას დავუჯერებთ ადრე თუ გვიან ბრაზილიელი ესპანეთში აღმოჩნდება, თავის მხრივ მერსესაიდული გუნდი კოუტინიოს შემცვლელს ეძებს და კლოპის ფავორიტი მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩია.

ხორვატიელ ფეხბურთელს "სამეფო გუნდში" ცოტა სათამაშო დრო აქვს, აი გერმანელი სპეციალისტი კი მას ძირითად ფეხბურთელად და გუნდის მთავარ მოთამაშედ განიხილავს. ტრანსფერის სავარაუდო თანხა 37 მილიონი ევრო სახელდება.

"რეალმა" მატეო კოვაჩიჩი 2015 წელს მილანის "ინტერიდან" იყიდა, მაშინ "სამეფო გუნდმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 28 მილიონი ევრო გადაიხადა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა