ფეხბურთი / ესპანეთი / საფრანგეთი / ტრანსფერები
ნეიმარი მადრიდის რეალში გადასვლას აპირებს


მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი მადრიდის "რეალში" გადასვლას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას თითქმის ყველა წამყვანი ინგლისური სპორტული გამოცემა ავრცელებს.

ნეიმარი პსჟ-მ გასულ ზაფხულს "ბარსელონადან" 220 მილიონ ევროდ შეიძინა და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელადაც იქცა, მაგრამ ბრაზილიელს საფრანგეთის ლიგა 1-ის დონე არ აკმაყოფილებს.

საინტერესოა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ნეიმარის და მისი პსჟ-ს მეტოქე სწორედ "რეალი" იქნება.

წყარო : imedinews.ge/








კომენტარის დამატება