ფეხბურთი / ესპანეთი
სამწუხარო ინფორმაცია "ბარსელონას" ბანაკში "ელ კლასიკოს" წინ


ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა 1 კვირაში, 23 დეკემბერს გაიმართება, "რეალი" და "ბარსელონა" ერთმანეთს "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაუპირისპირდებიან.

"ელ კლასიკოს" წინ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა კატალონიელთა ბანაკში, "რეალის" წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს ჟერარდ დეულოფეუ.

ესპანელმა ფეხბურთელმა პარასკევის ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა და სავარაუდოდ 10 დღე მოუწევს უქმობა.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" კიდევ ერთი ახალგაზრდა შემტევი დემბელე დააკლდება, რომლის ტრავმაც გაცილებით სერიოზულია და რამდენიმე თვეა ფრანგს არ უთამაშია.

სამწუხარო ინფორმაცია "ბარსელონას" ბანაკში "ელ კლასიკოს" წინ











კომენტარის დამატება