ფეხბურთი / ესპანეთი / გერმანია
ხამეს როდრიგესი: "რეალიდან" მხოლოდ 3 ფეხბურთელთან მაქ კონტაქტი"



მადრიდის "რეალმა" გასული ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს ხამეს როდრიგესი "ბაიერნში" 2 წლით გაანათხოვდა, გერმანულ გუნდს 2019 წლის ზაფხულში ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება ექნება.

რამდენიმე დღის წინ ხამეს როდრიგესმა ჟურნალისტებთან საუბრისას არ დამალა, რომ მას სამ ყოფილ თანაგუნდელთან კვლავ აქვს ურთიერთობა და "რეალის" თამაშებსაც ადევნებს თვალს.

"რეალს" ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და დარწმუნებული ვარ კვლავ კარგი სეზონი ექნებათ"

"მე მადრდიში ძალიან კარგი კოლეგები და მეგობრები დავტოვე, როდესაც ვახერხებ მათ თამაშებს თვალს ვადევნებ, მე ხშირად ვკონტაქტობ რამოსთან, ბენზემასთან და მარსელოსთან"
-აცხადებს კოლუმბიელი.











კომენტარის დამატება