"ინტერი" "პსჟ-ს" ვარსკლავს იყიდის

ფეხბურთი / იტალია / საფრანგეთი / ტრანსფერები 24-დეკ, 17:029 Sportnews 1644 0







ხავიერ პასტორემ ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს "პსჟ-ს" დატოვება გადაწყვიტა, ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა განუცხადა თავის გუნდელებს.

ფრანგული მედიას ინფორმაციით 28 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერეს რამდენიმე ევროპული იჩენს, მაგრამ ყველაზე მეტად "ინტერი" აქტიურობს.

წყაროს ინფორმაციით მილანური გუნდი ახლოს არის იყიდოს ფეხბურთელი, "ინტერი" და "პსჟ" უახლოეს მომავალში მოაგვარებენ ტრანსფერის დეტალებს და ფეხბურთელიც კვლავ იტალიაში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ პასტორემ მიმდინარე სეზონში "პსჟ-ს" რიგებში ცამეტი შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლის გატანა შეძლო.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა