ფეხბურთი / საქართველო
თბილისის "დინამო" კიდევ ერთმა ლიდერმა დატოვა


როგორც ენ-პი-ეი-ს იტყობინება თბილისის დინამოს ყოფილი შემტევი, ბექა მიქელთაძე კარიერას საფეხბურთო კლუბ "რუსთავში" გააგრძელებს. წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციითვე დგინდება, რომ ფეხბურთელის აგენტი ქართულ სპორტულ სივრცეში კარგად ცნობილი მამუკა ჯუღელია. იგი არაერთი ქართველი სპორტსმენის საფეხბურთო აგენტია.

ბექა მიქელთაძემ რუსთავთან 1 წლიან კონტრაქტს დღეს მოაწერა ხელი. თუმცა, ოფიციალურად ეს ინფორმაცია არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია. მის გარდა ამავე კლუბში კარიერას ნუკრი რევიშვილი, დავით კვირკველია და ოთარ მარცვალაძეც გააგრძელებენ.

გასულ სეზონში პაპუნაშვილის, ჩაკვეტაძეს და სხვა ლიდერების წასვლის შემდეგ ბექა გუნდის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად და გუნდის გოლეადორად იქცა. რა გახდა მისი გუნდის შეცვლის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ასევე დაველოდოთ ოფიციალურად ამ ინფორმაციის დადასტურებას.








კომენტარის დამატება