ნახეთ ვინ დასახელდა 2017 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად

ფეხბურთი / საქართველო 28-დეკ, 00:489 Sportnews 1287 0





27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. GFF AWARDS 2017-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.

2017 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად საბა კვირველია იქნა არჩეული, ქართველი მცველი მოსკოვის "ლოკომოტივში" ძალიან წარმატებულად თამაშობს და ხშირად ხვდება ტურის სიმბოლურში. ასევე მისით წელს არაერთი ინგლისური გუნდი დაინტერესდა.

ასევე გამოვლინდა 2017 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვება გიორგი ჩაკვეტაძეს ხვდა წილად, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს თბილისის "დინამოდან" ბელგიურ გენტში გადავიდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა