რა ღირს ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი საბა კვირკველია ?

ფეხბურთი / საქართველო 03-იან, 23:379 Sportnews 1042 0





საბა კვირკველია ძალიან კარგ ფორმაშია და რუსეთის ჩემპიონატში წარმატებით თამაშს განაგრძობს, ქართველი მცველი ძალიან ხშირად ხვდება ტურის სიმბოლურში.

გერმანიის ინტერნეტგამოცემა “ტრანსფერმარკეტის“ მონაცემებით, 2017 წლის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი სწორედ საბაა. მისი სატრანსფერო ღირებულება 5.8 მილიონ ევროს შეადგენს.

ამავე ვებგვერდზე, ოქტომბერში მოსკოვის „ლოკომოტივის“ დაცვის ლიდერი 4.5 მილიონად იყო შეფასებული და ბოლო ორი თვის განმავლობაში მისი ღირებულება მილიონ სამასი ათასით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია ერთი კვირის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა