Image

აფელაი:"ბედნიერი ვარ იმით, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდის ნაწილი გავხდი"

ფეხბურთი 25-დეკ, 00:499 FCB 1359


















ყოფილი ჰოლანდიური "პსვ-ს" და "ბლაუგრანას" ახალწვეულმა იბრაჰიმ აფელაიმ პირველი პრეს-კონფერენცია ჩაატარა "ბარსელონას" ფეხბურთელის რანგში. იბრაჰიმმა კონტრაქტი 2015 წლამდე დადო.

ხელისმოწერამდე იბრაჰიმმა მოამზადა სიტყვა რითიც "ბარსელონას" მიესალმა:"ითამაშო "ბარსას" ფერებში - ჩემთვის დიდი სიხარულია. "ბარსელონა" უფრო მეტია ვიდრე კლუბი. მივესალმები "ბარსას" და მშვიდობიან შობას გისურვებთ."

თვითნ ფეხბურთელი უკვე ესაუბრა "ბლაუგრანას" თავკაცს ხოსეპ გვარდიოლას და მას "კარგი შთაბეჭდილება დატოვა". პეპმა დაამატა, რომ მან უნდა გაიაროს ადაპტაცია, თუმცა იგი ყველაფერში დაეხმარება, რომ ეს პერიოდი გაიაროს "რაც შეიძლება მალე".

აფელაი გვარწმუნებს, რომ მას თავიდან აქვს დასამტკიცებელი ყველაფერი გუნდში ადგილის დასამკვიდრებლად:"ეს გუნდში ჩვეულებრივი ფატია. მითუმეტეს გუნდში ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოზიციაზე ვიდგები. იმას გავაკეთებ რასაც მწვრთნელი მეტყვის".

ჰოლანდიელი წარდგენილი როგორც იბი, მან გამოხატა გრძნობები, როდესაც ბარსელონაში ჩავიდა:"ბავშვობაში ყოველთვის "ბარსაში" თამაში მსურდა. ეს ჩემი ოცნება იყო. ჩვენ ყველა ვიცით, რომ ყველა ფეხბურთელს უნდა აქ მოხვედრა. როდესაც კატალონიელთა წარმომადგენლები დამიკავშირდნენ მე უყოყმანოდ დავთანხმდი. თავშ მხოლოდ ერთ აზრი მიტრიალებდა:"მოვაწერო ხელი კონტრაქტს და შევათანხმო დეტალები რაც შეიძლება მალე". ამ გუნდშ ძალიან მაღალი დონეა. პირველ გუნდში მოხვედრილებმა ყველას თავისი ადგილი უნდა იპოვოს, სწერად ესაა ჩემი მიზანი".

ასევე იბრაჰიმმა დაამატა, რომ "ბარსა" ჰოლანდიელებისთვის წარმატებული კლუბია:"აქ ყველა ჰოლანდიელი წარმატებული იყო. კრუიფმა და კლუივერტმაც მირჩეს აქ გადმოსვლა. მათ მე მითხრეს, რომ ეს მსოფლიოშ საუკეთესო გუნდია".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (209)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა