ფეხბურთი / ესპანეთი
"რეალის" ფეხბურთელებმა ზინედინ ზიდანს "შეუტიეს"

მადრიდის "რეალში" არასასიამოვნო ატმოსფეროა, რაც გუნდის თამაშზე დიდ გავლენას ახდენს. "სამეფო გუნდში" დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ კრება ჩატარდა, სადაც ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა გუნდის წარუმატებლობის შესახებ ისაუბრეს.

კრება საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა და როგორც ირკვევა ფეხბურთელების ერთმა ნაწილმა ზიდანი გააკრიტიკეს და უსაყვედურეს რომ გუნდში ზოგიერთ ფეხბურთელი პრივილიგირებულ მდგომარეობაში არის.

ზიდანისადმი ეს უკმაყოფილება რა უნდა გასაკვირიც არ უნდა იყოს გუნდის რამდენიმე ლიდერმა გამოთქვა, ლიდერებს მხარი კი ახალგაზრდებმაც აუბეს.

ერთი ფეხბურთელი, რომელიც ზიდანის სიმპატიებით ნამდვილად სარგებლობს ეს კარიმ ბენზემაა, ფრანგი ფეხბურთელი ძალიან ცუდ ფორმაშია, მაგრამ ზიდანი მასზე მუდმივად ქებით საუბრობს და დადებით სიტყვებს არ იშურებს.

აქვე წაიკითხეთ: მადრიდის "რეალის" 5 ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუს დაუპირისპირდა











კომენტარის დამატება