ფეხბურთი / საქართველო
რუსული მედია: საქართველოში ყველაფერი მიყრუებულია

რუსულმა საფეხბურთო პორტალმა bombardir.ru ჯანო ანანიძეს შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც რბილად რომ ვთქვათ სასიამოვნო შეფასებები ნამდვილად არ ისმის ქართველ ფეხბურთელზე.

სტატია საკმაოდ დიდი მოცულობისაა, თუმცა კრიტიკისა და უარყოფითი ფრაზების მეტს ვერაფერს წავიკითხავთ, რუსული გამოცემა ჯანო ანანიძეს სათამაშო ფიზიკას უწუნებს და მიიჩნევს, რომ იმ 10 წლის განმავლობაში რაც ის მოსკოვის "სპარტაკშია" ხეირიანი არაფერი გაუკეთებია.

"სპარტაკმა უამრავი მწვრთნელი გამოიცვილა, თუმცა ჯანო ყოველთვის ერთნაირ სიტუაციაში იყო, საბოლოოდ ის ყოველთვის თბილ სკამზე გადაინაცვლებდა ან ტრავმას მიიღებდა და მწვრთნელები მის გამოჯამრთელებას ელოდნენ"

"უეფამ საქართველო ყველაზე პროგრესირებად ქვეყანად დაასახელა, თუმცა რატომ ეს ვერავინ გაიგო, მათ ჯგუფში ერთი თამაშიც ვერ მოიგეს და იქ ყველაფერი მიყრუებულია"

"ჯანო სწორედ ასეთი ნაკრების ლიდერია კვირკველიასთან ერთად, ანანიძეს კარგი დარტყმა და დრიბლინგი აქვს, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთს ვერანაირად ვერ უძლებს, ის უკვე 10 წელია "სპარტაკში" ირიცხება, მაგრამ თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა"-ამ სიტყვებს ვკითხულობთ bombardir.ru-ზე.








კომენტარის დამატება