რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ დატოვა რონალდინიომ "ბარსელონა"

ფეხბურთი / ესპანეთი 12-იან, 19:289 GioToServe 708 0






რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ დატოვა რონალდინიომ "ბარსელონა"


ბრაზილიელმა ვარსკვლავმა რონალდინიომ „ბარსელონა“ დიდი ხნის წინათ დატოვა, მაგრამ ამ მომენტამდე, მის მიერ კლუბის დატოვების მხოლოდ ერთადერთი მიზეზი იყო ოფიციალურად ცნობილი - გვარდიოლას ის არ სჭირდებოდა იმ პროექტისა და სქემისათვის, რომელსაც სპეციალისტი „ბარსასთვის“ ამუშავებდა. დღეს მიცემულ ინტერვიუში, რონალდინიომ გამოამჟღავნა რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა მან კატალონიური კლუბის დატოვება.

რონალდინიოს თქმით, გვარდიოლა ამ პროცესში საერთოდ არ ყოფილა დამნაშავე, არამედ, „ბარსელონადან“ წასვლა ბრაზილიელმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა.

რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ დატოვა რონალდინიომ "ბარსელონა"


„მინდოდა ცხოვრებაში რაღაც ახალი მეცადა, ზუსტად ამიტომ დავტოვე „ბარსელონა“, მაგრამ კლუბში მყავდა და ახლაც მყავს მეგობრები. კატალონიური კლუბის დატოვებამდე, გვარდიოლას ვესაუბრე. მან მითხრა რომ არ სურდა ჩემი გაშვება, მაგრამ მე თავად მინდოდა სიახლის მოძებნა და ახალ გამოწვევებთან შეჭიდება.“

რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ დატოვა რონალდინიომ "ბარსელონა"


„პეპ გვარდიოლა და მე კარგი მეგობრები ვართ. მასთან და მის ძმასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. დიდი ხანია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. გვარდიოლას მოთამაშედ რომ დავრჩენილიყავი, ჩემ ცხოვრებაში აღარაფერი შეიცვლებოდა."

რონალდინიოს თქმით , მან უწინ სერიოზული წვლილი შეიტანა „ბარსელონას“ თამაშის სტილში, რომელიც მისივე სიტყვებით, დღემდე არ შეცვლილა.

"ახლა, როდესაც "ბარსელონას" ვაკვირდები, ვრწმუნდები, რომ ეს ზუსტად ის კატალონიური კლუბია, რომელიც ჩვენ, საერთო ძალისხმევით, ოდესღაც შევქმენით." - ციტირებს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის რონალდინიოს სიტყვებს "ESPORT.GE".


რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ დატოვა რონალდინიომ "ბარსელონა"



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018