Image

"პსჟ" გაჩერებას არ აპირებს! - პარიზული გუნდის 200 მილიონიანი ტრანსფერი

ფეხბურთი / ესპანეთი / საფრანგეთი / ტრანსფერები 16-იან, 12:199 Sportnews 5778


















პარიზულმა გუნდმა "პსჟ-მ" სატრანსფერო ბაზარზე შესაძლოა კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი შემოგვთავაზოს , ფრანგების სამიზნე ამჯერადაც "ბარსელონას" ფეხბურთელია. როგორც ესპანური გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს ინფორმაციას პარიზელებს სერხიო ბუსკეცის ხელში ჩაგდება სურთ.

29 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "პსჟ-ს" ხემძღვანელობა მზად არის 200 მილიონი ევრო გადაიხადოს და ესპანელ ფეხბურთელს საოცნებო კონტრაქტის პირობები შესთავაზოს. ფრანგული გუნდი ეცდება ფეხბურთელთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიოს და ზაფხულში იყიდოს.

მიუხედავად ასეთი წინადადებისა და მომხივლელი პირობებისა "პსჟ-ს" ფეხბურთელთან შეთანხმება გაუჭირდება, რადგან შეგახსენებთ, რომ ბუსკეცი "ბარსელონას" აღზრდილია და 2008 წლიდან გუნდის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს.

ბუსკეცმა "ბარსელონას" რიგებში 459 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 13 გოლი და გააკეთა 30 საგოლე გადაცემა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (299)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა