მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი გუტი გახდება!

ფეხბურთი / ესპანეთი 13-თებ, 18:029 Sportnews 2865 0






მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი გუტი გახდება!


მადრიდის "რეალის" ლეგენდარული ფეხბურთელი გუტი მომავალში აუცილებლად გახდება "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ამის შესახებ როგორც თავად გუტიმ, ასევე "რეალის" ამჟამინდელმა მწვრთნელმა ზიდანმა ისაუბრეს.

"ვიცი, რომ "რეალს" ბოლო შანსი სწორედ ჩემპიონთა ლიგაა, მაგრამ იმედია შესაძლოა წარუმატებლობის მიუხედავად "რეალი" ზიდანს არ გაუშვებს, ფრანგმა ძალიან ბევრი ტიტული მოიგო და მას სამომავლოდაც უნდა მიეცეს შანსი, არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ჩემი მიზანია "რეალის" მთავარი გუნდი გავწვრთნა, თუმცა ჯერ ზიდანის დროა" -აცხადებს გუტი.

გუტიმ ასევე ნეიმარის შესაძლო "რეალში" გადასვლის შესახებ ისაუბრა.

"ნეიმარი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია და როგორ შეიძლება არ მინდოდეს მისი ხილვა "რეალში" , თუმცა ამისთვის ჩვენ რონალდუს არ უნდა შეველიოთ, მე მინდა ბრაზილიელმა და პორტუგალიელმა ერთად ითამაშონ"


"გუტი ახალგაზრდულ გუნდს კარგად უძღვება და სრულიად ლოგიკურიცაა, რომ მას სამომავლოდ "რეალის" მთავარი გუნდის გაწვრთნა სურს, დარწმუნებული ვარ ერთ დღეს მისი სურვილი ახდება"- ეს სიტყვები კი უკვე ზიდანს ეკუთვნის.

აქვე გეტყვით, რომ გუტი ამჟამად "რეალის" ერთ-ერთი ასაკობრივი გუნდის მთავარი მწვრთნელია და მისი გუნდი ევროპის მაშტაბით საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018