რონალდუს მიერ დამყარებული "ჩემპიონთა ლიგის" რეკორდი, რომელსაც მესი ვერ მისწვდა

ფეხბურთი / ესპანეთი / ჩემპიონთა ლიგა 17-მარ, 15:289 GioToServe 867 0






რონალდუს მიერ დამყარებული "ჩემპიონთა ლიგის" რეკორდი, რომელსაც მესი ვერ მისწვდა


გასულ ოთხშაბათს, "ჩემპიონთა ლიგაზე", ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, არგენტინელს ახლა უკვე 100 გოლი აქვს გატანილი. "ჩემპიონთა ლიგაზე", საერთო ჯამში, მესიმ 123-ჯერ იასპარეზა, თუმცა კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი ჯერ-ჯერობით არ მოუხსნია.

ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუა. "ჩემპიონთა ლიგაზე", პორტუგალიელმა 148 მატჩი ჩაატარა და 117 გოლის გატანა მოახერხა.

ასე რომ, იბადება კითხვა - შეძლებს თუ არა მესი რონალდუს რეკორდის მოხსნას ?

სტატისტიკა ცხადჰყოფს, რომ ტურნირის საწყის ეტაპზე, ორივე ფეხბურთელის ინდიკატორი თანაბრად ვითარდებოდა. "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე, მესისა და რონალდუს თანაბარი ოდენობის - 60 გოლი აქვთ გატანილი.

ტურნირის 1/8 ფინალში, მესი რონალდუს 4 გოლით უსწრებს, მაგრამ მომდევნო სამ ეტაპზე, პორტუგალიელი არგენტინელს აშკარად ჯაბნის. 1/4 ფინალში, რონალდუს მესიზე 2-ჯერ მეტი გოლი აქვს გატანილი, 1/2 ფინალში კი 3-ზე ცოტათი მეტჯერ უსწრებს.

"ჩემპიონთა ლიგაზე", მესისა და რონალდუს შედეგიანობის ზუსტი სტატისტიკა ამგვარად გამოიყურება:

ჯგუფური ეტაპი: 1. მესი - 60 გოლი, კრიშტიანუ რონალდუ - 60 გოლი.

1/8 ფინალი: 2. მესი - 24 გოლი, კრიშტიანუ რონალდუ - 20 გოლი.

1/4 ფინალი: 3. მესი - 10 გოლი, კრიშტიანუ რონალდუ - 20 გოლი.

1/2 ფინალი: 4. მესი - 4 გოლი, კრიშტიანუ რონალდუ - 13 გოლი.

ფინალი: 5. მესი - 2 გოლი, კრიშტიანუ რონალდუ - 4 გოლი.

მესი რონალდუზე 3 წლით უმცროსია და ამ ფაქტორმა, შესაძლოა, არგენტინელის სასარგებლოდ იმოქმედოს.

"ჩემპიონთა ლიგაზე", საშუალო გამოთვლებით, ყოველ 101,4 წუთში, მესი ერთ გოლს იტანს, მაშინ როდესაც, რონალდუს იმავე წარმატების მისაღწევად 122 წუთი ესაჭიროება.

ამგვარად, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, საუკეთესო ბომბარდირის წოდებისათვის ბრძოლა, ორი საუკეთესო ფეხბურთელის კარიერის დასრულებამდე გასტანს.

რონალდუს მიერ დამყარებული "ჩემპიონთა ლიგის" რეკორდი, რომელსაც მესი ვერ მისწვდა



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018