ვინ გახდება "რეალის" ახალი კაპიტანი? - კანდიდატი ორია!

ფეხბურთი 16-ივლ, 16:439 Sportnews 5811 0



ვინ გახდება



მადრიდის "რეალში" მთავარი და ვიცე-კაპიტნის გარდა კიდევ ორ კაპიტანს ირჩევენ, ყველას კარგად მოეხსენება, რომ "რეალის" მთავარი კაპიტანი სერხიო რამოსია, ვიცე-კაპიტანი კი ბრაზილიელი მარსელო.

გასულ სეზონში დამატებითი ორი კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ და კარიმ ბენზემა გახლდათ, კრიშტიანუ რონალდუმ უკვე დატოვა "სამეფო გუნდი", ამიტომ "რეალში" კრიშტიანუს შემცვლელის პოვნა მოუწევთ, რადგან როგორც წესი ეს მთავარი ოთხეული წარსდგება სხვადასხვა მნიშვნელოვან შეხვედრებზე გუნდის პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან ერთად.

ესპანეთში არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც კაპიტნად ისეთ ფეხბურთელს ირჩევენ, რომელსაც ყველაზე მეტი წელი აქვს გატარებული ამ გუნდში, დღევანდელი გადმოსახედით "რეალში" ასეთი ორი ფეხბურთელია რაფაელ ვარანე და ნაჩო, ორივე ცენტრალური მცველი მადრიდულ გუნდში 2011 წლიდან ასპარეზობს. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ "სამეფო გუნდში" მეოთხე კაპიტნად სწორედ ამ ორი ფეხბურთელიდან ერთ-ერთს აირჩევენ.

თუმცა ესპანური და არა მხოლოდ ესპანური მედია აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ რონალდუს შემდეგ გუნდი შესაძლოა ბენზემამაც დატოვოს, ასეთ შემთხევაში ნაჩოც და ვარანეც ავტომატურად გახდებიან გუნდის მესამე და მეოთხე კაპიტნები.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018