დღის ახალი ამბები

ლიანა ჯოჯუა კარიერის დასრულებაზე ფიქრობს - მებრძოლის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ლიანა ჯოჯუა კარიერის დასრულებაზე ფიქრობს - მებრძოლის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა
12-01-2022, 18:56
---

ლიანა ჯოჯუა, კარიერის დასრულებას გეგმავს. მესამე მარცხის შემდეგ ყველაზე პრესტიჟულმა ორგანიზაციამ "მგელთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა.

"ამის საჭიროებას ვეღარ ვხედავ. ადრე ამ საქმით იმიტომ ვიყავი დაკავებული, რომ ძალიან მიყვარდა და მომწონდა რასაც ვაკეთებდი. მე ვიყავი გოგონა, რომელიც გავიზარდე სპორტში და ამას 10 წელი შევალიე. ამ სპორტის მიმართ ის სიყვარული ახლა ნამდვილად აღარ მაქვს. რაც უნდა საშინლად ჟღერდეს ეს ყველაფერი. მაქვს ბევრი იდეა და ვიწყებ მათი განხორციელებას. ვფიქრობ ჩემი ბიზნესის წამოწყებას. ჩემი ცხოვრება, ბრძოლებში ნამდვილად არ მთავრდება“ -
აღნიშნა ლიანა ჯოჯუამ.




გაზიარება
მოინახულეს 2 488-ჯერ
კომენტარები
რეკლამა