Image

ესპანეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი ცნობილია

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 13-ივნ, 15:329 Sportnews 5008


ესპანეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი ცნობილია


ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლოპოტეგის მადრიდის "რეალთან" წინასწარ და საიდუმლოდ გაფორმებული კონტრაქტი არ აპატია და მუნდიალის დაწყებიდან ერთი დღით ადრე პოსტი დაატოვებინა.

როგორც ცნობილი ხდება ლოპოტეგის ფერნანდო იერო შეცვლის, რომელსაც ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი სელადესი დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდოს ჰიეროს სამწვრთნელო გამოცდილება ძალიან მინიმალურია, ესპანელი 2014/15 წლებში ანჩელოტის თანაშემწე იყო მადრიდის "რეალში" , 2016-17 წლებში კი ესპანეთის ქვედა ლიგის გუნდის "ოვიედოს" მწვრთნელი იყო.

ესპანეთის ნაკრებს პირველი შეხვედრა მუნდიალზე უკვე ორ დღეში ელის, "ფურია როხა" 15 ივნის მოქმედ ევროპის ჩემპიონს, პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
იანვარი 2019 (318)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
აგვისტო 2018 (535)
რეკლამა