მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღე! - ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 14-ივნ, 12:279 Sportnews 2574 0






მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღე! - ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ


დღეს, 14 ივნისს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში სტარტს აიღებს. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს მასპინძელი რუსეთის ნაკრები და საუდის არაბეთი დაუპირისპირდებიან. როგორც ყოველთვის გახსნის შეხვედრაში სწორედ მასპინძელი მონაწილეობს და ეს სიახლე ნამდვილად არაა.

დღევანდელი თამაში 19:00 საათზე ჩანიშნული და გახსნის ცერემონია დაახლოებით 15 წუთით ადრე დაიწყება, შეგახსენებთ, რომ რუსეთი და საუდის არაბეთი ჯგუფში ეგვიპტესთან და ურუგვაისთან ერთად იმყოფებიან, რომლებიც ერთმანეთს უკვე ხვალ შეხვდებიან.

რუსეთის ნაკრები საუდის არაბეთთან აშკარა ფავორიტი და ჯგუფიდან თუ უნდათ მასპინძლებს გასვლა, დღეს სამი ქულა მათვის აუცილებელია. ბუქმეიქერების კოეფიციენტებს თუ დავიხმართ მასპინძლების გამარჯვება 1.50 ფასობს , საუდის არაბეთის მოგება კი - 8.00 , თუ რა დიდი სხვაობაა ადვილი გასარჩევია. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ამ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი ხანია არ მოუგია, ბოლოს რუსეთმა 2002 წელს მოიგო , საუდის არაბეთმა კი - 1994 წელს.

საინტერესოა გავიცნოთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობას.

რუსეთი : აკინფეევი - ფერნანდესი, კუდრიაშოვი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი - კუზიაევი, ზობნინი - სამედოვი, ძაგოევი, გოლოვინი - სმოლოვი.

საუდის არაბეთი : ალ-მაიუფი - ალ-შაჰრანი, ოს. ჰავსავი, ომ. ჰავსავი, ალ-ბრეიკი - ოტაიფი, ალ-იასიმი - ალ-ფარაჯი, ალ შერი, ალ-დავსარი - ალ-მუვალადი.

მატჩის მთავარი არბიტრი კი არგენტინელი ნესტორ პიტანა იქნება.

რაც შეეხება სატელევიზიო ტრანსლიაციას საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიზენცია საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მუნდიალის მატჩები პირველ და მეორე არხზე გადაიცემა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018