რა აუკრძალა კრემლმა რუს ქალებს მუნდიალის დროს ?

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 15-ივნ, 00:569 Sportnews 4369 0





რა აუკრძალა კრემლმა რუს ქალებს მუნდიალის დროს ?


რუსეთში ოჯახების, ქალებისა და ბავშვების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა თამარა პლეტნიოვმა განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დაქორწინება ხშირად ცუდად მთავრდება. მან თქვა, რომ მუნდიალის დროს რუსი ქალი უცხოელთან სექსს უნდა მოერიდოს.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ მსგავსი შინაარსის რეგულაციას საბჭოთა კავშირის დროს იყენებდნენ, რათა მსგავსი ტიპის საერთაშორისო ღონისძიებებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ურთიერთობა შეეკავებინათ. აფრიკელ, აზიელ თუ ლათინო ამერიკელ კაცთან ურთიერთობისას გაჩენილი ბავშვები ხშირად დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებოდნენ.

შეგახსნეებთ, რომ მუნდიალმა სტარტი დღეს აიღო. პირველ შეხვედრაში მასპინძელმა რუსეთის ნაკრებმა საუდის არაბეთი 5-0 გაანადგურა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა