Image

"ვინ არის ნამდვილი რონალდო ? " - პორტუგალიელი ფეხბურთელი ისტორიის გადაწერას განაგრძობს

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 16-ივნ, 02:169 Sportnews 2250


















"ვინ არის ნამდვილი რონალდო ? " - პორტუგალიელი ფეხბურთელი ისტორიის გადაწერას განაგრძობს


მას შემდეგ რაც კრიშტიანუ რონალდომ საფეხბურთო სამყაროს თავი გააცნო, ყველა თანხმდებოდა, რომ ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ნამდვილი რონალდო არ ის არამედ ბრაზილიელი "ფენომენია", საუბარი "კიჭაზე" გვაქ.

ბრაზილიის ნაკრების 9 ნომერმა თავისი შთამბეჭდავი თამაშით მსოფლიოს შეეყვარა თავი და ყველაზე კარგად სადაც "ფენომენმა" ითამაშა სწორედ მსოფლიო ჩემპიონატი იყო, 2002 წლის მუნდიალზე რონალდო უბრალოდ გასაოცარი იყო.

პორტუგალიელის ნაკრების კაპიტანს კი მოსაზრება, რომ ნამდვილი რონალდო არა ის არამედ ბრაზილიელი, აჩრდილივით მუდამ თან დასდევს, მაგრამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში "რეალის" ფეხბურთელმა ისტორია კიდევ ერთხელ გადაწერა და კითხვაზე პასუხი თუ ვინ არის ნამდვილი რონალდო აშკარად გადასახედი გახადა.

ესპანეთის წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-რიკის შემდეგ პორტუგალიელი ფეხბურთის ისტორიაში გახდა ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც 9 საერთაშორისო ტურნირზე მოახერხა გოლის გატანა.

კრიშტიანუ რონალდო გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც ჰეთ-რიკის გაიფორმა მსოფლიო ჩემპიონატზე.

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი გახდა ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც 4 მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო გოლის გატანა. აქამდე მსგავსი მაჩვენებელი მხოლოდ პელეს, ზელერს და კლოზეს ჰქონდათ.

და ყოველივე ეს სულაც არ არის დასასრული, კრიშტიანუ რონალდო კვლავ აგრძელებს ფეხბურთის თამაშს და მისი დღევანდელი პერფორმანსის შემდეგ თუ სად გადის პორტუგალიელის ზღვარი რთული სათქმელია.

და მართლაც ვინ არის ნამდვილი რონალდო ??

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (347)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა