მატჩის შემდეგ მარადონას ამ საქციელმა გულშემატკივრის გაოცება გამოიწვია

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 22-ივნ, 00:309 Sportsman 14439 0






21 ივნის, არგენტინის და ხორვატიის ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მეტად საინტერესო გამოდგა, რადგან არგენტინას ჯგუფიდან გასვლისთვის მატჩში მოგება ან ფრე ესაჭიროებოდა, თუმცა მათ ხორვატებთან 0 - 3 წაგება იწვნიეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები სულ უფრო შეიმცირეს..

მატჩის მიმდინარეობისას რეჟისორების ხედვის ქვეშ ხშირად ხვდებოდა დიეგო არმანდო მარადონა, რომელიც თანამემამულეებს მხარს აქტიურად უჭერდა. მატჩის მიწურულს კი, როდესაც რაკიტიჩმა ყველაფერს წერტილი დაუსვა და მესამე გოლი გაიტანა, მარადონას თვალზე ცრემლი მოადგა, რაც არ გამოპარვიათ რეჟისორებს.

მსგავსი სახის მხარდაჭერა, არგენტინის ნაკრებისადმი მარადონას ჯერ არ გამოუხატავს და მისი რეაქციაც ბუნებრივია.. შესაძლოა არგენტინა ჯგუფში ჩარჩეს და მსოფლიოს ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშოს.

მატჩის შემდეგ მარადონას ამ საქციელმა გულშემატკივრის გაოცება გამოიწვია



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018