Image

კოლინამ მიმდინარე მუნდიალზე მსაჯების მოქმედებები შეაფასა

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 30-ივნ, 16:299 crash 162


კოლინამ მიმდინარე მუნდიალზე მსაჯების მოქმედებები შეაფასა


ლეგენდარულმა იტალიელმა არბიტრმა, პიერლუიჯი კოლინამ მიმდინარე მუნდიალის შესახებ ისაუბრა და მსაჯების თემასაც შეეხო. აღსანიშნავია, რომ კოლინამ არცერთი მსაჯის გადაწყვეტილება არ დაძრახა და ვიდეორეფერის არსებობაც მოიწონა :

" იმის შემდეგ რაც ვიდეორეფერი გამოიყენება ბევრ უსამართლობას ავცდით. რა უნდა ვთქვა მსაჯებზე ? ისინი ბრწყინვალედ გამოიყურებიან. არანაირი შეცდომა ჯერ არ ყოფილა. ვისაც კი რამე შეცდომა დაუშვია, მაშინვე ის ვიდეორეფერის მეშვეობით გამოუსწორებია. თავდაპირველად ეს სისტემა 100 % - ით ზუსტ პასუხს არ ამბობდა, თუმცა ამჟამად ყველაფერი გამოსწორებულია " - განაცხადა კოლინამ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იქნა გამოყენებული ვიდეორეფერი, რომლის წყალობითაც შეხვედრები უფრო სამართლიანი გახდა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (203)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა