რუსეთთან მარცხის შემდეგ, ესპანეთის ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ტოვებს.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი / ესპანეთი 01-ივლ, 23:399 Sportsman 4334 0






"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა, რომელიც ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში 2000 წლიდან ირიცხება, მალე კარიერას დაასრულებს და 18 წლიან ისტორიას წერტილს დაუსვავს.

მატჩის შემდეგ ესპანელმა ანდრეს ინიესტამ, რომელიც თამამად შეგვიძლია ნაკრების ლეგენდად მოვიხსენიოთ, სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ისაუბრა. როგორც ანდრესმა განაცხადა, ის პენსიაში გადის და გზას ახალგაზრდებს უთმობს.

შეუძლებელია ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრისთვის გულდასაწყვეტი არ იყვეს ისეთი ფეხბურთელის ნაკრებიდან წასვლა, რომელმაც ეპოქა შექმნა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საოცარი გოლი გაიტანა. დონ ანდრეს ინიესტა სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც ქომაგს ყოველთვის ეყვარება და ემახსოვრება.

რუსეთთან მარცხის შემდეგ, ესპანეთის ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ტოვებს.


" ეს იყო ჩემი ბოლო თამაში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში. "

" ესპანეთის ნაკრები ამ ეტაპამდე მოვიდა, თუმცა ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს. მწვრთნელის გადაწყვეტილებების ზოგს ესმის, ზოგს კი არა. ეს მისი ბრალი არაა. "

მთელი ამ დროის განმავლობაში, ანდრეს ინიესტამ 131 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

რუსეთთან მარცხის შემდეგ, ესპანეთის ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ტოვებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018