მატჩის შემდეგ სერხიო რამოსმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი / ესპანეთი 01-ივლ, 23:489 Sportsman 6309 0






ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სერხიო რამოსმა, რუსეთთან პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

" სათქმელი არაფერია.. ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ის, რისი ჩვენებაც გუნდს სურდა. მათ პენალტების სერიამდე მიაღწიეს და გაიმარჯვეს. მე ძალიან ამაყი ვარ ყველა იმ ფეხბურთელით, რომელმაც ნაკრებისთვის ყველაფერი გაიღო. წაგება ყოველთვის ძლიერს გხდის და ეს ჩვენზეც აისახება. ჩვენ ფეხზე დავდგებით და ძლიერ ნაბიჯს გადავდგავთ წინ. ".

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობდა ის ესპანეთის ნაკრების მწვრთნელზე რამოსმა შემდეგი რამ უპასუხა.

" ახლა ნამდვილად არაა დრო, რომ მწვრთნელზე ვისაუბრობთ. ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურდა, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ. "

" შეიძლება საუკეთესო შედეგი ვერ ვაჩვენეთ, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატს წაუგებლად ვტოვებთ. მსოფლიოზე დაბრუნება რთულია, ძალიან რთულია. "

მატჩის შემდეგ სერხიო რამოსმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018