გარი ლინეკერი ნეიმარის სიმულაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი / ბრაზილია 02-ივლ, 20:569 Sportsman 2828 0





გარი ლინეკერი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ნეიმარის ეპიზოდს და მსაჯის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალის მატჩი, სადაც ბრაზილიამ დამაჯერებლად იმარჯვა და შემდეგი ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

შეხვედრის ერთ-ერთ მომენტში ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სიმულაციას მიმართა, რითიც გულშემატკივრების დიდი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. როგორც სოციალურ ქსელში გულშემატკივრები წერენ, ნეიმარი სიმულაციით კარგ თამაშს ფარავს..

გარი ლინეკერმა იხუმრა შემდეგი რამ დაწერა : " ნეიმარმა ყველა დროის მსოფლიო ჩემპიონატების ყველაზე დაბალი ტკივილის ბარიერი გამოიმუშავა.

" ბრაზილიელს თამაშის წარმართვა სურვილისამებრ შეუძლია. ის საოცრად კარგი ფეხბურთელია "

გარი ლინეკერი ნეიმარის სიმულაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა