დადასტურდა!: რუსეთის ნაკრების ფეხბურთელები შესვენების დროს ქიმიურ ნივთიერებას იღებდნენ

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 09-ივლ, 09:499 Sportnews 6379 0





დადასტურდა!: რუსეთის ნაკრების ფეხბურთელები შესვენების დროს ქიმიურ ნივთიერებას იღებდნენ


2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი მუნდიალს დაემშვიდობა , რუსეთის ნაკრები 1/4 ფინალურ შეხვედრაში ხორვატიის ნაკრებთან დამარცხდა.

რუსი ფეხბურთელების ფიზიკურმა მონაცემებმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და გულშემატკივართა ნაწილის აზრით სულაც არაა გამორიცხული, რომ ისინი დოპინგსაც იღებდნენ.

დოპინგი არა, მაგრამ ოფიციალურად დადასტურდა, რომ რუსეთის ნაკრების ფეხბურთელები შესვენების დროს ქიმიურ ნივთიერებას, ამიაკს იყენებდნენ, მათ ამ ნივთიერებით გაჟღენთილი ბამბები ცხვირთან მიჰქონდათ და ისუნთქავდნენ.

ეს ინფორმაცია თავად რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, მათი განცხადებით ამიაკის გამოყენება სულაც არაა აკრძალული. როგორც ირკევა ამიაკი აუმჯობესებს ადამიანის სუნთქვას.

ვნახოთ თუ დაიწყებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ფიფა გამოძიებას, რისი შანსიც ძალიან მცირეა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა