" მზად ვართ ეს გავაკეთოთ " - უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ღირსეული საქციელი

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11-ივლ, 11:569 crash 37 0





" მზად ვართ ეს გავაკეთოთ " - უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ღირსეული საქციელი


მოგეხსენებათ, რომ ბოლო დღეებია ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი დომაგოი ვიდა განხილვის თემაა. რუსების დამარცხების შემდეგ ვიდამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გამარჯვება უკრაინას მიუძღვნა.

ამ საქციელის შემდეგ რუსებმა ვიდას უჩივლეს და "ფიფას" მისი დასჯა მოთხოვეს. როგორც ცნობილია, ვიდას ფულადი ჯარიმა დაეკისრება. ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია მზადაა ეს ჯარიმა სრულად დაუფაროს ვიდას.

მოგეხსენებათ, რომ უკრაინას და რუსეთს დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა აქვთ და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ რუსები ვიდას ვიდეოს შემდეგ გაღიზიანდნენ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა