ხორვატიის პრეზიდენტი - კვირას აუცილებლად მოვიგებთ

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 12-ივლ, 13:059 Sportnews 2939 0






 ხორვატიის პრეზიდენტი - კვირას აუცილებლად მოვიგებთ

კვირას აუცილებლად მოვიგებთ, – ამის შესახებ ხორვატიის პრეზიდენტმა, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა ბრიუსელში განაცხადა.

„ვერ გეტვით, რომ თავიდან ბოლომდე ვნახეთ გუშინ გამართული შეხვედრა. მატჩის მიმდინარეობას თვალს ვადევნებდით სამუშაო სადილზე. ატმოსფერო იყო შესანიშნავი. ალიანსის წევრი სახელმწიფოები გვილოცავდნენ. მე ასე ვიტყოდი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნახევარფინალში და ფინალში ნატო-ს წევრები მოხვდნენ. მე და საფრანგეთის პრეზიდენტი შევთანხმდით, რომ ერთმანეთს შეხვდებით მოსკოვში კვირას და ვუგულშემატკივრებთ ჩვენს გუნდებს. კვირას ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ”, – განაცხადა ხორვატიის პრეზიდენტმა.

ხორვატიის ნაკრებმა გუშინ ინგლისი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 15 ივლისს გაიმართება.

წყარო: 1tv.ge



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018