" პრობლემა სწორედ ამაშია " - მარადონა ლეო მესის და არგენტინის ნაკრებს არ ეშვება

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 13-ივლ, 17:029 crash 4588 0





" პრობლემა სწორედ ამაშია " - მარადონა ლეო მესის და არგენტინის ნაკრებს არ ეშვება


მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების ჩავარდნის შემდეგ, დიეგო მარადონამ მშობლიური ქვეყნის ნაკრების გაწვრთვნა მოინდომა. როგორც მან განაცხადა, ის მზადაა არგენტინა უსასყიდლოდაც ჩაიბაროს.

აღნიშნულ თემაზე დიეგომ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა და არგენტინის ნაკრების მთავარი პრობლემა დაასახელა :

" მესიმ უნდა გაიტანოს, მესიმ უნდა ჩააწოდოს, მესიმ ბურთი უნდა აკონტროლოს ! ეს ასე არ შეიძლება. ყველაფერს მესის ვერ დავავალებთ. ნაკრების პრობლემა სწორედ იმაშია, რომ გუნდი არანაირი ტაქტიკით არ თამაშობდა. მესი არაფერ შუაში არ არის, თუმცა მეტის გაკეთება ალბად მაინც შეეძლო. მე შემიძლია ამ პრობლემების მოგვარება " - განაცხადა დიეგომ.

შეგახსენებთ, რომ მარადონა არგენტინის ნაკრებს 2010 წლის მუნდიალზე წვრთნიდა, თუმცა წარმატების მიღწევა მაშინ ვერ შეძლო.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018