Image

5 უცნაური გადაწყვეტილება ფიფას დაჯილდოებაზე, რომელიც ვერავინ ახსნა

ფეხბურთი 26-სექ, 10:319 Sportnews 4079
image


როგორც მოგეხსენებათ 2 დღის წინ ფიფას დაჯილდოება გაიმართა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდა, აღნიშნული წოდება წილად ლუკა მოდრიჩს ხვდა.

ასევე გამოვლინდა წლის ნაკრები, საუკეთესო გოლი და სხვადასხვა ნომინაციებში ვიხილეთ გამარჯვებულნი, მაგრამ აღნიშნულმა დაჯილდოებამ ძალიან დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა.

განსაკუთრებით წინა ფლანგზე გადმოინაცვლა 4 საკითხმა, რომლის პასუხი ფეხბურთის გულშემატკივარმა ვერანაირად იპოვნა.

1. წლის საუკეთესო მეკარის წოდება ტიბო კურტუამ მიიღო, ამავდროულად წლის ნაკრებში მეკარედ დე ხეა დასახელდა, რაც ძალიან არალოგიკურია.

2. ანტუან გრიზმანი მიმდინარე წელს ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ასევე "ატლეტიკოსთან" ერთად რამდენიმე ტიტული მოიგო და საკმაოდ ბევრი მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის განიხილავდა, მაგრამ გარდა იმისა, რომ ის არა თუ სამ საუკეთესო კანდიდატს შორის ვერ მოხვდა, არამედ ვერც სიმბოლურ გუნდშიც ვერ ვიხილეთ, რაც ძალიან უცნაურია.

3. მოჰამედ სალაჰი, რომელიც მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა , ეგვიპტელი ლუკა მოდრიჩისა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ საუკეთესოდ დასახელდა, ასევე ვერ მოხვდა წლის სიმბოლურ გუნდში.

4. პუშკაშის ჯილდო მოჰამედ სალაჰის გოლმა მიიღო, გოლი, რომელიც თავის დროზე პრემიერლიგაში თვის საუკეთესო გოლიც კი ვერ გახდა, როგორც იცით საუკეთესო გოლს გულშემატკივარი ხმის მიცემით ირჩევს, სწორედ ეგვიპტელი გულშემატკივრის წყალობით მოიგო სალაჰმა პუშკაშის ჯილდო, რითიც ფეხბურთის ქომაგებმა კიდევ ერთხელ განიცადეს უსამართლობის გრძნობა და ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან ფიფამ საუკეთესო გოლის გამოსავლენად სისტემა უნდა შეცვალოს.

5. წლის ნაკრებში მარჯვენა მცველის პოზიციაზე დანი ალვეში მოხვდა, რომელმას დიდად თავი მიმდინარე წელს არც ნაკრებში და არც გუნდში არ გამოუჩენია, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მხოლოდ 18 შეხვედრა ჩაატარა წელს, "პსჟ-სთან" ერთად 1/8 ფინალიდან გამოვარდა, მსოფლიო ჩემპიონატზე კი საერთოდ არ უასპარეზია ,თუ რატომ მოხვდა ბრაზილიელი მცველი წლის ნაკრებში ამის ახსნა შეუძლებელია.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (130)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]