რა ხდება ერთა ლიგის ნახევარფინალში? - ის რაც გულშემატკივარმა არ იცის

ფეხბურთი 17-ოქტ, 22:239 Sportnews 6940 0



რა ხდება ერთა ლიგის ნახევარფინალში? - ის რაც გულშემატკივარმა არ იცის



საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 4 ტურის შემდეგ პირველი ადგილი გაინაღდა, საქართველოს 12 ქულა აქვს და მისი დაწევა შეუძლებელია.

საქართველო ერთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს , მაგრამ სანამ ჩვენი ნაკრები ნახევარფინალურ შეხვედრას ჩაატარებს, მანამდე ჩვეულებრივი შესარჩევი იქნება როგორც უწინ იყო. აი ამ შესარჩევის შემდეგ კი გაიმართება ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩები.

საინტერესოა D ჯგუფის 4 ქვე ჯგუფის პირველადგილოსნები როგორ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ოთხივე ჯგუფის პირველადგილოსნებიდან საუკეთესო შედეგის მქონე ორი ნაკრები ნახევარფინალს შინ ითამაშებს. პირველი მეოთხეს უმასპინძლებს, მეორე მესამეს.

ამ 4 გუნდიდან საუკეთესო შედეგის მქონდე გუნდი ბოლო უარესი შედეგის მქონდე გუნდს დაუპირისპირდება. დღევანდელი გადმოსახედიდან საქართველო (ყველაზე კარგი შედეგის მქონდე გუნდი) კოსოვოს ნაკრებს (ყველაზე უარესი შედეგის მქონდე გუნდი) დაუპირისპირდება, რომელიც D ჯგუფის მესამე ქვე ჯგუფში 8 ქულით პირველ ადგილზეა, შესაბამისად 2 და 3 შედეგის მქონდე გუნდები კი ერთმანეთს შეხვდებიან. მატჩები კი პირველი და მეორე შედეგის მქონდე ნაკრებების სტადიონებზე ჩატარდება. აი ფინალში გასულ ორ გუნდს შორის კი კენჭისყრა ჩატარდება და კენჭისყრით გაირკვევა მასპინძელის ვინაობა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018