Image

რუდ გულიტმა ჩელსის იგუაინის ტრანსფერი დაუწუნა

ფეხბურთი 28-იან, 05:199 LukaBero 162
image



















ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მოთამაშემ და მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა რუდ გულიტმა, გონსალო იგუაინის „მილანიდან“ ლონდონურ გუნდში ტრანსფერი უარყოფითად შეაფასა.

"იგუაინს გოლების გასატანად ჩაწოდებები და კარგი პასები სჭირდება, ის ძველი სტილის თავდამსხმელია და თავისით მომენტის შექმნა უჭირს. ხოლო ვილიანი და აზარი სხვანაირად მოქმედებენ.

ისინი მუდმივად ცენტრში შემოდიან და კარისკენ ურტყამენ. ორივე მათგანს მომენტის თავისით შექმნა უყვარს.

ასე, რომ მათ სტილში იგუაინის სტილის ფორვარდი არ ჯდება. ვფიქრობ, არგენტინელი "ჩელსისთვის" არაშესაფერისი ფეხბურთელია.

მათ სჭირდებათ მოთამაშე, რომელიც ნახევარდაცვაშიც კარგად ითამაშებს და ინდივიდუალურად მომენტის შექმნა შეეძლება, ამის ნათელი მაგალითი კი რობერტო ფირმინო გახლავთ "ლივერპულში",- აღნიშნა მან.

31 წლის ფორვარდი მაურისიო სარის გუნდში იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე ითაშებს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (275)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა