დღის ახალი ამბები

"ზოგმა არც იცოდა, თუ ასეთი ქვეყანა არსებობდა. შემდეგ გამოჩნდა ხვიჩა... ეს ჩემი პირველი ქართული არდადეგები იქნება"

"ზოგმა არც იცოდა, თუ ასეთი ქვეყანა არსებობდა. შემდეგ გამოჩნდა ხვიჩა... ეს ჩემი პირველი ქართული არდადეგები იქნება"

რაც დროს გადის, იტალიური და უკვე სრულიად ევროპელი საზოგადოებისთვის სულ უფრო ახლობელი ხდება "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავის სახელი. ხვიჩა კვარაცხელია, როგორც იტალიელები ამბობენ, "ყველას ოჯახის საყვარელი წევრი ხდება". ნეაპოლელი ჯენარო სარდელო მრავალთაგან ერთ-ერთია, ვინც კვარას სამშობლოთი დაინტერესდა და ჩამოსვლას აპირებს. თუმცა მანამდე იმ ახალ რეალობაზე გვიყვება, რომელსაც "ნეაპოლურ სიზმარს" უწოდებს.
- არ დაგიმალავთ, საქართველო ბევრს დღემდე რუსეთი ეგონა. ზოგმა არც იცოდა, თუ ასეთი ქვეყანა არსებობდა. შემდეგ გამოჩნდა ხვიჩა, თავმდაბალი, ჩვენთვის მენტალურად იტალიელი ბიჭი და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ახლა საქართველოს დროშებს ისევე ახლობლად აღვიქვამთ, როგორც ეროვნულს, ან სულაც "ნაპოლის" გუნდისას. სახლშიც მაქვს საქართველოს დროშა, რადგან ეს პატარა ქართველი­ ბიჭი, რომელიც უკვე იქცა ფეხბურთის ლეგენდად, ჩემი ქალაქის ისტორიას ქართულ-იტალიურად წერს. რომ არა ჩვენი ხალხების მსგავსება ხასიათით, ტემპერამენტით, ასე ვერ შეერწყმებოდა ჩვენს ქალაქს, "ნაპოლის" გუნდს. ჯერ გვაიძულა მისი ძალიან რთული გვარ-სახელი გვესწავლა, შემდეგ კი მოედანზე ტრიბუნებიდან ძარღვების დაწყვეტამდე გვეღრიალა, შემდეგ მისი ქვეყნის ისტორიით დავინტერესდით. ახლა ვიღაცები ტრანსლეიტით წვალობენ და ქართულად წერას ცდილობენ. ეს იტალიურ-ქართული გიჟური კინოსცენარი კი არა, ბედნიერი რეალობაა და ყოველ ჯერზე ფანტასტიკური გოლის ან პასით გამოწვეული სიხარულით ჰაერში აფრენილი ბიჭის სახელი ჰქვია.
ჩემს ასაკოვან მამას ახსოვს, როგორ დაიბადა დიადი ფეხბურთი ჩვენს ქალაქში მარადონასთან ერთად. ჩემი ოჯახი, ასევე, შვილები,­ ერთად ვუყურებთ კვარას თამაშს. ჩვენმა ქალაქმა ეს კეთილსახიანი ბიჭი დამსახურებულად ჩაიხუტა, იმ გამარჯვებებით გამოწვეული სიამაყის, სიხარულის, ბედნიერი და ამაყი წუთების გამო, რომელიც მან ამ ცხრა თვის განმავლობაში გვაჩუქა. ჩვენთვის ფეხბურთი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ სპორტი. ჩვენთვის მარადონას ფეხბურთი მხოლოდ პატარა ნეაპოლს კი არა, მთელ იტალიას, მსოფლიოს ან სულაც გალაქტიკას, მხოლოდ მიწიერ კი არა, იმიერსამყაროსაც იტევს. მარადონა ჩვენთვის წმინდანია.
1987 წლის 10 მაისს "ბედნიერ ხანას" ვუწოდებთ, რადგან "ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგო. იმ ღამეს სიხარულისაგან ჭკუიდან გადასული გულშემატკივრები ემოციას იმდენად ვერ ვიტევდით, რომ ეს დღესასწაული მხოლოდ ჩვენთვის, ცოცხლებისთვის, დაგვენანა და სასაფლაოებზეც გავცვივდით, რომლის კედლებზეც დაახლოებით ასეთი შინაარსის წარწერები გავაკეთეთ: "სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ უფრო მეტი ტრაგედიაა, რომ ეს გამოტოვეთ!". მაშინ ქალაქის სამსახური დიდხანს ფიქრობდა, დავეჯარიმებინეთ თუ არა, მაგრამ რადგან სიხარული საყოველთაო იყო, წარწერები დატოვეს. ახლა თუ კიდევ ერთხელ მოვესწრები სკუდეტოს, ვიტყვი, რომ ტყუილად არ მიცხოვრია. "ნაპოლი" ახლა არათუ იტალიაში, მთელ ევროპაში ყველაზე ძლიერი გუნდია ოცდაათწლიანი ძილ-ბურანის შემდეგ. ყოველი თამაშის შემდეგ ვუყურებთ ტაბლოს, შედეგებს, ქულებს და ერთმანეთს ვჩქმეტთ, ნუთუ ეს ცხადია?
- ალბათ, იცით, რომ ფეხბურთი ქართველებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
- დიახ, უკვე ვიცი, თუმცა რამდენიმე­ გვარ-სახელი, კალაძე, ქინქლაძე, მანამდეც ვიცოდი... მამას თაობამ იცის სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, დავით ყიფიანი,­ 1981 წელი, "დინამო". ამაზე მხოლოდ ახლა ისაუბრა, ხვიჩას გამოჩენის შემდეგ გაიხსენა ისინი. მე უკვე ვიცი, რომ საქართველოს ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ძალიან მძიმე გზის გავლამ მოუწია, მაგრამ ახლა ევროპისკენ ისწრაფვის. გულით მინდა ერთ ოჯახში ვიყოთ. გააგრძელეთ კითხვა




გაზიარება
მოინახულეს 1 665-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. მამის გარდაცვალება 13 წლის ასაკში, 2 მილიონად შეფასებული სახლი, 4 შვილი და დიდი წარმატება - ყველაფერი ზაზა ფაჩულიას შესახებ
  2. "სეზონის ბოლოს მარადონას არსებობას დავივიწყებთ" - რას წერენ ნეაპოლელი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიაზე ტრანსფერიდან 1 თვის შემდეგ
  3. უცნობი ისტორია ზვიადაურზე, რომელიც აქამდე არავის სმენია
  4. “პატარა ბაზა ვერ ააშენეს… სად მოვემზადო?! მეორე ქვეყანა დამისახელოს ვინმემ, ცხრა ოლიმპიადის მონაწილე რომ ჰყავდეს!” – ნინო სალუქვაძე
  5. მამის გარდაცვალება 13 წლის ასაკში, 2 მილიონად შეფასებული სახლი, 4 შვილი და დიდი წარმატება - ყველაფერი ზაზა ფაჩულიას შესახებ
რეკლამა