დღის ახალი ამბები

ჭიდაობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი გარდაცვლილი ნახეს

ჭიდაობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი გარდაცვლილი ნახეს
10-05-2023, 08:13
---

რუსთავში, ბინაში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ფალიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში 40 წლამდე კაცი ხუტა ქასოშვილი, ოჯახის წევრებმა ოთახში გარდაცვლილი ნახეს.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპატრულო, კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ხუტა ქასოშვილი  თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო, ბოლო წლებში კი მწვრთნელად მუშაობდა.


წყარო: 

inforustavi.ge





გაზიარება
მოინახულეს 9 152-ჯერ
კომენტარები
რეკლამა