Image

სრული მატჩი - Rubin - Barcelona

ფეხბურთი / საქართველო / ვიდეო 30-სექ, 16:599 slim4you 1366


















ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "D" ჯგუფის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ყაზანის "რუბინი" და კატალონიის "ბარსელონა".

ეს თამაში დიდ ინტერესს იწვევდა რადგან როგორც მოგეხსენებათ, ეს გუნდები წინა წელსაც ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინ "რუბინმა" უდიდესი სენსაცია მოახდიან, დაამარცხა "ბარსელონა" "კამპ ნოუზე". მართლია ამ დროს კატალონიელები უმოტინაციონი იყვნენ და ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული ჰქონდათ მაგრამ ეს მაინც დიდი სენსაცია იყო. სწორედ ეს ფაქტი იწვევდა დიდ ინტერესს, ალბათ უმრავლესობის აზრით "რუბინს" შანსი არ ჰქონდა თუნდაც ქულის აღების მაგრამ...
ნობოამ მასპინძლები 30-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით დააწინაურა. რათქმაუნდა "ბარსელონა" არაფრით არ შეეგუებოდა "რუბინთან" მარცხს და 60-ე წუთზე დაინიშნა კიდევ ერთი პენალტი, ამჯერად უკვე ყაზანელთა კარის მიმართულებით, რომელიც გოლად ვილამ აქცია და საბოლოო ანგარიში 1-1 დააფიქსირა. ალბათ უმრავლესობა დამეთანხმება, რომ ეს არის კიდევ ერთი სენსაცია...

აღსანიშნავი და ჩვენთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ "რუბინის" ძირითად შემადგელობაში დაიწყო თამაში ქართველმა მცველმა, ლევან სალუქვაძემ და იგი ყვითელი ბარათით გამოირჩა.

მე კი გთავაზობთ ამ მატჩის სრულ ჩანაწერს...








მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
zangura_barca 12 ოქტომბერი 2010 19:42
საგოლ კარგია
Black And White 30 სექტემბერი 2010 21:49
რა ბურთი გამაზე პედრომ ცარიელ კარში ააცილა ფაქტიურად
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (299)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა