დღის ახალი ამბები

მიქაუტაძე ევროპული ფეხბურთის დიდ გრანდში! - ტრანსფერი საკმაოდ რეალურია

მიქაუტაძე ევროპული ფეხბურთის დიდ გრანდში! - ტრანსფერი საკმაოდ რეალურია
9-07-2023, 14:07

გიორგი მიქაუტაძის ირგვლივ საუბრები არ წყდება, ქართველი ფორვარდის შეძენით არაერთი ცნობილი გუნდია დაინტერესებული.

ბოლო ინფორმაციით კი "მეცის" თავდასხმელის ხელში ჩაგდება თვით ტურინის "იუვენტუსს" სურს.

კრისტიან ჯუნტოლი "იუვენტუსის" ახალი სპორტული დირექტორია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ კრისტიანს რამდენიმე ფეხბურთელის ვინაობა საკუთარ ბლოკნოტში უკვე ჩაწერილი აქვს.

ამ სიის სათავეში კი სწორედ მიქაუტაძეა ,  "ბებერი ქალბატონის" ინტერესი ქართველი შემტევის მიმართ მართლაც რომ რეალურია.

შეგახსენებთ, რომ ჯუნტოლი გასულ სეზონში "ნაპოლის" სპორტული დირექტორი იყო და კვარაცხელიას ტრანსფერშიც მიიღო მონაწილეობა.




გაზიარება
მოინახულეს 24 097-ჯერ
კომენტარები
რეკლამა