დღის ახალი ამბები

იუსი ბენაიუნის ძმისშვილმა ისრაელში სამი თავდამსხმელი მოკლა

იუსი ბენაიუნის ძმისშვილმა ისრაელში სამი თავდამსხმელი მოკლა
11-10-2023, 16:46

ლეგენდარული ებრაელი ფეხბურთელის იუსი ბენაიუნის ძმისშვილმა ისრაელში სამი თავდამსხმელი მოკლა.


ბენაიუნის ნათესავმა სახლში ყოფნისას ჰამასის სამი მეომარი მოიგერია, ხოლო მეოთხემ ყუმბარა ისროლა,რამაც ხანძარი გამოიწვია.


ლეგენდარული ფეხბურთელი ოჯახთან ერთად კიბუც ბეერში იმყოფებოდა,რომელიც ღაზას სექტორის საზღვართან მდებარეობს.


ვეტერანმა ფეხბურთელმა, რომელიც ახლა ნაკრების მენეჯერის პოსტს იკავებს, ახლობლებისგან დახმარების შეტყობინება მიიღო, რის შემდეგაც კომუნიკაცია შეწყდა.


გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკების დროს ბენაიუინის სიძე დაიჭრა, ოჯახის წევრებმა კი ტერიტორია ისრაელის ჯარის დახმარებით დატოვეს.


წყარო: crystalsport.ge





გაზიარება
მოინახულეს 814-ჯერ
კომენტარები
რეკლამა