დღის ახალი ამბები

"ოსიმენის მსგავსი ფეხბურთელები ძალიან ცოტანი არიან, მაგრამ ქართველი შემტევის მსგავსი საერთოდ არავინაა" - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩა კვარაცხელიაზე

"ოსიმენის მსგავსი ფეხბურთელები ძალიან ცოტანი არიან, მაგრამ ქართველი შემტევის მსგავსი საერთოდ არავინაა" - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩა კვარაცხელიაზე
25-10-2023, 17:13

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, სანდრო საბატინი ფეხბურთის ქართველ ტალანტ ხვიჩა კვარაცხელიასა და მის თანაგუნდელ, ვქიტორ ოსიმენზე საუბრობს.

„ოსიმენის უნარებისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, „ნაპოლის“ გამორჩეულად ბრწყინვალე მომენტები მაშინ ჰქონდა, როცა მთავარი გმირი ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ. „ვერონასთან“ მატჩში გასული სეზონის კვარაცხელია ვიხილეთ და ეს მნიშვნელოვანი იყო. ევროპაში ოსიმენის მსგავსი ფეხბურთელები ძალიან ცოტანი არიან, მაგრამ ქართველი შემტევის მსგავსი საერთოდ არავინაა. როცა ის ვერ თამაშობს, „ნაპოლის“ შეტევაში პრობლემები ექმნება“, - განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა.


წყარო: newposts.ge




გაზიარება
მოინახულეს 707-ჯერ
კომენტარები
რეკლამა