დღის ახალი ამბები

„ავიდა სცენაზე, დადგა მესის, მბაპეს გვერდით, გაიარა, ჩამოვიდა და ამასობაში საქართველოსთვის ისტორიის ფურცელი დაწერა!“

„ავიდა სცენაზე, დადგა მესის, მბაპეს გვერდით, გაიარა, ჩამოვიდა და ამასობაში საქართველოსთვის ისტორიის ფურცელი დაწერა!“
31-10-2023, 17:44

პარიზში, სასტუმრო "შატლეში" "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. "ფრანს ფუტბოლის" პრიზი მერვედ ლეო მესის გადაეცა.

30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი იყვნენ დასახელებული. კვარაცხელია საბოლოო სიაში მე-17 ადგილზე გავიდა. ქართველმა ფეხბურთელმა სიაში გადაასწრო ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ინგლისელები ჯუდ ბელინგემი და ჰარი კეინი, ასევე ლაუტარო მარტინესი, რომელიც არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ 2023 წლის დაჯილდოებაზე მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად მივიდა. ქართველი ფეხბურთელის მორიგ წარმატებას სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ამბავს გამოეხმაურა თინა ხიდაშელიც:

„გუშინ ეკრანთან ურთიერთობა აკრძალული მქონდა, არადა უნდა დამწერა - ჩვენი ყველას ჯობდა!

#კვარა  აი, ხომ თითქოს არაფერი, ავიდა სცენაზე, დადგა მესის, მბაპეს გვერდით, გაიარა, ჩამოვიდა და ამასობაში საქართველოსთვის ისტორიის ფურცელი დაწერა!
ხოდა, თქვენ თქვენს საკეთებელს უკეთ რომ გააკეთებთ და საკუთარ ოსკარებზეც დადგებით, მერე ისროლეთ ქვა“, – წერს თინა ხიდაშელი.





გაზიარება
მოინახულეს 1 071-ჯერ
კომენტარები
რეკლამა