დღის ახალი ამბები

რუდი გარსიას გათავისუფლება გადაწყვეტილია - სავარაუდო შემცვლელი ცნობილია

რუდი გარსიას გათავისუფლება გადაწყვეტილია - სავარაუდო შემცვლელი ცნობილია
13-11-2023, 08:22

სერია A-ს მე-11 ტურში "ნაპოლისა" და "ემპოლის" (0:1) დაპირისპირების შემდეგ, La Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელის რუდი გარსიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული ინფორმაცია ცნობილმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა.

"რუდი გარსია გათავისუფლების ზღვარზეა, ამის შესახებ აურელიო დე ლაურენტისმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო, კლუბის პრეზიდენტი ახლა მის შესაძლო შემცვლელებთან მოლაპარაკებას აწარმოებს, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კი იგორ ტუდორია", - დაწერა რომანომ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ტუდორი სხვადასხვა დროს "ჰაიდუკს", "პაოკს", "უდინეზეს" და "ვერონას" წვრთნიდა, ბოლოს კი"მარსელს" თავკაცობდა.

"ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

წყარო : sportall.ge/




გაზიარება
მოინახულეს 511-ჯერ
კომენტარები
რეკლამა