დღის ახალი ამბები

ახალმა მწვრთნელმა კვარაცხელია გააკრიტიკა - რა თქვა კალცონამ ქართველზე?

ახალმა მწვრთნელმა კვარაცხელია გააკრიტიკა - რა თქვა კალცონამ ქართველზე?
22-02-2024, 10:05

ნაპოლი ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ დაპირისპირებაში წაგებას ვიქტორ ოსიმენმა გადაარჩინა. “მარადონაზე”  კატალონიელები მე-60 წუთზე რობერტ ლევანდოვსკის გოლით დაწინაურდნენ, ნიგერიელმა ფორვარდმა კი 75-ე წუთზე გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

"რატომ შევცვალე კვარა ლინდსტრიომით? მოედანზე იმ ფეხბურთელებს ვტოვებ, რომლებიც თავს უკეთესად გრძნობენ, მიუხედავად მათი სახელებისა. კვარა ტოპფეხბურთელია, რომელიც დაგვეხმარება ისევე, როგორც ამას შარშან აკეთებდა. ის შევცვალე იმის გამო, რომ მისი თამაში არ იყო ფანტასტიკური, მაგრამ ასეთი რამ ხდება ხოლმე. დარწმუნებული ვარ, კვარა უფრო მეტს იმუშავებს და ვითარებას შეცვლის. ტაქტიკურად მას ცუდად არ უთამაშია, უბრალოდ, უჭირდა მეტოქის მოტყუება. საერთო ჯამში, მისით მაინც კმაყოფილი ვარ" - განაცხადა კალცონამ.

წყარო: europop.ge




გაზიარება
მოინახულეს 4 321-ჯერ
კომენტარები
რეკლამა