დღის ახალი ამბები

“ქართველი ბიჭები გოგოს პატივს არ სცემენ, თურქები აღმერთებენ ქალებს” – ნუცა ბუზალაძე

“ქართველი ბიჭები გოგოს პატივს არ სცემენ, თურქები აღმერთებენ ქალებს” – ნუცა ბუზალაძე
3-03-2024, 08:19
---

მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ ჟურნალ “სარკეს” თურქეთში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა
.
“მომწონს თურქი ხალხი. განსაკუთრებული თვისებები აქვთ. იცით რატომ შემიყვარდა ეს ხალხი? როცა სტამბოლში პირველად ჩავედი, ყველამ თავისიანად მიმიღო. ამ ქალაქმა თავისუფლება მომცა. თურქეთში ადამიანებმა იციან, როგორ უნდა იცხოვრონ. შრომისმოყვარეები არიან. მუშაობის შემდეგ კარგად ერთობიან,” – აცხადებს მომღერალი.

ქართველი მომღერლის თქმით, თურქ კაცებს ქალის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ.

“ოო, თურქი მამაკაცები აღმერთებენ ქალებს. მათი ეს თვისებაც ძალიან მომწონს. ჩემს შემთხვევაშიც იყო ასეთი რაღაც, რომ თავი არ დამანებეს. ჩემთვის საჩუქრები აქვთ ნაყიდი და ამის ამსახველ სურათებს მიგზავნიან. ამ ადამიანებს არ ვიცნობ, მაგრამ მწერენ რომ ჩემზე გიჟდებიან. ზოგს სტატუსები უწერია ჩემზე, ზოგს ჩემი ფან-გვერდები აქვს გაკეთებული. როცა სრულიად უცხოს უყვარდები, საოცარია.

ქართველი ბიჭები გოგოს იმდენად პატივს არ სცემენ. ელემენტარულად, ქართველ ბიჭებს “უტყდებათ” თავიანთ გოგოს უთხრან კომპლიმენტი. უმრავლესობა “მარიაჟია”…

თურქი ბიჭების ერთ-ერთი პლიუსი ის არის, რომ ყველა ვარჯიშობს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნება. კარგად იცვამენ, თავს უვლიან, კარგი სხეული აქვთ,” – აცხადებს ნუცა “სარკესთან” საუბარში.





გაზიარება
მოინახულეს 141-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "როგორც წესი, ასე ხდება: ჩემი ცოლი ახალ ჩანთებს, ტანსაცმელს ყიდულობს. შემდეგ მომიბრუნდება და მეუბნება: "ძვირფასო, შენც გიყიდე რაღაც" და ამოიღებს ჩანთიდან სამაჯურს, რომლის ღირებულებაც 1 ევროა" - დევიდ ბექჰემი
  2. უცნობი ისტორია ზვიადაურზე, რომელიც აქამდე არავის სმენია
  3. "ჩოგბურთელებში ეს არ იმალება" - ნეკა დოროყაშვილი ქორწინების დროს სხვა კაცებთან ურთიერთობაში ამხილეს
  4. "სერენა უილიამსთან და მარია შარაპოვასთან ამას მხოლოდ ნეკა თუ იზავდა"
  5. სკანდალი ბასილაშვილების ოჯახში - “ნიკა არც “ჰერმესს” აკლებდა და არც “დოლჩე გაბანას” ცოლს” – რას წერს ბასილაშვილის ახლობელი სოციალურ ქსელში
რეკლამა