დღის ახალი ამბები

რომ ვცეკვავდი, ვერ შევამჩნიე ჩემი თანაგუნდელები როდის წავიდნენ, რომ გავიხედე მარტო აღმოვჩნდი სცენაზე - ბუდუ ზივზივაძე

რომ ვცეკვავდი, ვერ შევამჩნიე ჩემი თანაგუნდელები როდის წავიდნენ, რომ გავიხედე მარტო აღმოვჩნდი სცენაზე - ბუდუ ზივზივაძე
30-03-2024, 09:12

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო. ისეთი რთული თამაშ იყო, მათ გარეშე გამარჯვება გაგვიჭირდებოდა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდე ზივზივაძემ განუცხადა.

ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე მისი ცეკვა გაიხსენა.

„ისეთ ემოციებში ვიყავი და ისეთი გახარებული, სიმართლე გითხრათ არ მახსოვს რას ვაკეთებდი. რესპუბლიკის მოედანზე რომ ვცეკვავდი, ვერ შევამჩნიე ჩემი თანაგუნდელები როდის წავიდნენ, რომ გავიხედე მარტო აღმოვჩნდი სცენაზე. რამდენჯერ დავაპირე სცენიდან გასვლა, იმდენჯერ მისამღერი ირთვებოდა და იმდენად გახარებული ვიყავი, ისევ სცენაზე ვბრუნდებოდი“, - აღნიშნა ფეხბურთელმა.

წყარო: tia.ge




გაზიარება
მოინახულეს 6 834-ჯერ
კომენტარები
რეკლამა