დღის ახალი ამბები

„მე და რელიგია ვეღარ ვმეგობრობთ... ჩემი შვილი არ იმსახურებდა... მანდ [ღმერთზე] გავბრაზდი, შეიძლება არასწორად ვლაპარაკობ, მაგრამ...“ - გიორგი ცინცაძის პირდაპირი და ბევრისთვის მოულოდნელი პასუხი

„მე და რელიგია ვეღარ ვმეგობრობთ... ჩემი შვილი არ იმსახურებდა... მანდ [ღმერთზე] გავბრაზდი, შეიძლება არასწორად ვლაპარაკობ, მაგრამ...“ - გიორგი ცინცაძის პირდაპირი და ბევრისთვის მოულოდნელი პასუხი

კალათბურთელი, გიორგი ცინცაძე, რომელმაც 20-წლიანი კარიერა დაასრულა, გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა. კითხვის პასუხად „შენ და რელიგია როგორ ხართ?“ მან პირდაპირი პასუხი გასცა:

„მე და რელიგია ვეღარ ვმეგობრობთ... ადრე რელიგიური ვიყავი, მამაოსთანაც დავდიოდი. როგორც ვცხოვრობ, საკმაოდ ქრისტიანულად, მაგრამ...
ჩემი უფროსი შვილი არასტანდარტული განვითარებისაა, მანდ [ღმერთზე] გავბრაზდი. მანდ მოხდა გარდატეხა.

ჩემი აზრით. პირველ რიგში, ჩემი შვილი არ იმსახურებდა... არა იმიტომ, რომ ჩემი შვილია. მე და ჩემი მეუღლე როგორც ვცხოვრობდით, არ უნდა ყოფილიყო ეს... ახლა ძალიან კარგად ვართ, ისიც ბედნიერია, მაგრამ გაბრაზებული ვარ. შეიძლება არასწორად ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემს გულში ასეა...

ასეთი ბავშვები ნამდვილად რჩეულები არიან და ჩემი დიდი სიყვარულია. 13 წლის ასაკში მართლა გენიოსია. ზენიჭიერია... იმაში, რაც უყვარს, მე და შენ ჯიბეში ჩაგვისვამს,“ - თქვა გიორგი ცინცაძემ.


resonancedaily.com




გაზიარება
მოინახულეს 5 113-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "როგორც წესი, ასე ხდება: ჩემი ცოლი ახალ ჩანთებს, ტანსაცმელს ყიდულობს. შემდეგ მომიბრუნდება და მეუბნება: "ძვირფასო, შენც გიყიდე რაღაც" და ამოიღებს ჩანთიდან სამაჯურს, რომლის ღირებულებაც 1 ევროა" - დევიდ ბექჰემი
  2. მამის გარდაცვალება 13 წლის ასაკში, 2 მილიონად შეფასებული სახლი, 4 შვილი და დიდი წარმატება - ყველაფერი ზაზა ფაჩულიას შესახებ
  3. უცნობი ისტორია ზვიადაურზე, რომელიც აქამდე არავის სმენია
  4. მამის გარდაცვალება 13 წლის ასაკში, 2 მილიონად შეფასებული სახლი, 4 შვილი და დიდი წარმატება - ყველაფერი ზაზა ფაჩულიას შესახებ
  5. სკანდალი ბასილაშვილების ოჯახში - “ნიკა არც “ჰერმესს” აკლებდა და არც “დოლჩე გაბანას” ცოლს” – რას წერს ბასილაშვილის ახლობელი სოციალურ ქსელში
რეკლამა