დღის ახალი ამბები

"ნაპოლში" მსოფლიო კლასის მწვრთნელს ელოდებიან! - ნეაპოლში ახალი ერა დაიწყება ?

"ნაპოლში" მსოფლიო კლასის მწვრთნელს ელოდებიან! - ნეაპოლში ახალი ერა დაიწყება ?
2-04-2024, 16:18

ფრანჩესკო კალცონას "ნაპოლი" არასახარბიელო მდგომარეობაშია, დე ლაურენტისი კვლავ ახალი მწვრთნელის ძიებაშია. 

ნეაპოლელთა პრეზიდენტისთვის ნომერ პირველი კანდიდატურა ანტონიო კონტეა და  მზად არის მისთვის ბევრ დათმობაზეც კი წავიდეს.

"როგორც ჩანს, დე ლაურენტისი კონტესთვის წარმოუდგენელ შეთავაზებას ამზადებს - 8 მილიონ ევროს მესამე სეზონის ოპციით და ხელფასი, შესაძლოა, 400-500 ათასი ევროთიც გაეზარდოს. ბონუსების გარდა, რომელსაც ის გარკვეული მიზნების მიღწევის შედეგად მიიღებს, მას სატრანსფერო ბაზარზე სრული კარტ-ბლანში ექნება და სპორტული დირექტორის დანიშვნაშიც მონაწილეობას მიიღებს. კონტე ამაზე ფიქრობს და მას ეს წინადადება ხიბლავს. ამ მომენტისთვის, ამ წინადადებაზე უარის თქმა უფრო მოულოდნელი იქნება".

საჩემპიონო სეზონის შემდეგ ნაპოლი ძალიან ცუდად გამოიყურება. ფრანჩესკო კალცონას გუნდი 45 ქულით მე-8 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 12 ქულით ჩამორჩება. ატალანტასტან განადგურების შემდეგ, მომდევნო ტურში "პარტენოპეი" კვირას მონცას დაუპირისპირდება.

წყარო: europop.ge




გაზიარება
მოინახულეს 4 486-ჯერ
კომენტარები
რეკლამა